ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი, მამუკ ამდინარაძე Facebook-ზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრეგორი მიკსის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ქართველმა კოლეგებმა ყურადღება თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველყოფაზე უნდა გაამახვილოს.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა ამერიკელი კონგრესმენის "ზოგადი პასუხი" არასწორად გამოიყენეს.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკელი კონგრესმენის ზოგადი პასუხი (რომელსაც ბუნებრივია ყველა ეთანხმება), ქვეყნის შიგნით ზოგიერთი ოპოზიციური მედიასაშუალების მიერ ისე იქნა გამოყენებული, თითქოს ეს კონკრეტულ მოცემულობას შეეხებოდა.
პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას კონტექსტის გაყალბების პრაქტიკაც დაემატა",-წერს მდინარაძე.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მიკსმა, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, "იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა იყვნენ, პირები, რომლებიც თავისუფალი არჩევნებისა და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემისთვის ხელის შეშლას ეცდებიან, გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს".
მან ქართველ ხალხსაც მოუწოდა, ერთად დადდნენ, რათა დემოკრატია შენარჩუნდეს.